დღეს დილით ნაზრანში, ინგუშეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესლან შადიევის ავტომობილი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 09:00 საათზე ავტოსადგომზე ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მინისტრის მოადგილის ბესლან შადიევის ავტომანქანა აფეთქდა.
წინასწარი ინფორმაციით აფეთქების შედეგად შადიევის მძღოლი ადამ აუშევი და მილიციის თანამშრომელი დაიჭრა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია.