ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა კომბინირებული პატრულირება განახორციელეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა ჯარისკაცებმა, ფრანგ სამხედროებთან ერთად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე იმოქმედეს. ადგილობრივთა ინფორმაციით, დედაქალაქ ბანგიში მკვლელობა მოხდა.
პატრულირების მიზანს სწორედ სიტუაციის სტაბილიზაცია და უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენდა.