ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა შემოდგომით იგეგმება. ამის შესახებ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა განცხადა და აღნიშნა, რომ ის არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
,, დაახლოებით შემოდგომით ვაპირებთ ცენტრის დაარსებას. რაც შეეხება საფრთხეს, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ცენტრის გახსნა, მედიაში ჩნდება მოსაზრებები და ექსპერტებისგანაც არის საუბარი, რომ ეს ცენტრი შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს ვინმესთვის, ამასთან დაკავშირებით გაგცემთ პასუხს, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ არის სამხედრო ბაზა”,_ განცხადა ლევან ღირსიაშვილმა.