ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ერთ-ერთ ქართველ კურსანტი, ბესო გორჯოლაძე მშობლიურ სოფელში კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მანამდე კი ბესო გორჯოლაძე სამთავისის საკათედრო ტაძრი იყო დასვენებული, შემდეგ კი იმ საჯარო სკოლაში სადაც ის სწავლობდა.
ბესო გორჯოლაძის ოჯახისა და ახლობლებისთვის მისასამძიმრებლად შიდა ქართლში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძეს.
შეგახსენებთ, რომ ბესო გორჯოლაძე სოსო მაკარიძესთან ერთად ამერიკაში 7 მარტს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
კადეტთა ცხედრები სამშობლოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს და ქაშუეთის საკათედრო ტაძარში დაასვენეს. დაღუპულების ცხედარს პრემიერმა, პრეზიდენტმა მთავარობის წევრებმა და საკნონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.