ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რადიოოპერატორისა და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა მომზადების კურსების დამთავრების ცერემონიალი გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების რადიოოპერატორისა და ინფორმაციული სისტემების ქვედანაყოფების სერჟანტებმა, კაპრალებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს.
რადიოოპერატორის მომზადების კურსი 29 მსმენელმა გაიარა. მათ კურსის განმავლობაში კავშირგაბმულობის საშუალებების ეფექტურად გამოყენება, რადიოქსელების მოწყობა და ხმოვანი რადიოკავშირის წარმოება შეისწავლეს.
ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა გადამზადების კურსი 14 მსმენელმა დაასრულა. წვრთნების შედეგად კურსდამთავრებულები მცირე და საშუალო სიდიდის საოფისე ქსელების მოწყობას, სხვადასხვა ოპერაციული სისტემების გამართვასა და მათ პროგრამულ უზრუნველყოფას შეძლებენ.
დღეიდან კურსებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირები საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და გააგრძელებენ მსახურს.