საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სწავლების დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ საქართველოში, პოლკოვნიკმა ჯევდეთ იაშარმა მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს.
სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დაესწრო. ხუთდღიანი კურსის განმავლობაში 38 მსმენელმა სამხედრო-სამოქალაქო თანამშორმლობის სპეციფიკა და მართვა, მედიასთან კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებების წარმოებისა და თარჯიმნებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, ასევე ჰუმანიტარული პროექტების კოორდინაციის საკითხები შეისწავლეს.
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსი თურქეთის რესპუბლიკის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.