პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა კიკნაველიძე ჩერქეზული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე იმსჯელებენ ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე და თბილისში ა/წ 14 მარტს ჩერქეზული ენისა და კულტურის დღის აღნიშვნის თაობაზე.
შეხვედრა 14:00 საათზე თბილისის პარალამენტშია ჩანიშნული.