საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ამერიკელი ფსიქოლოგი ეწვია. მაიორი ჯოელ ფოსტერი ქართველი სამხედრო ფსიქოლოგებისთვის ორკვირიან სწავლებას ატარებს.
სასწავლო კურსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამერიკელი ფსიქოლოგი ქართველ კოლეგებს თავის ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების, პოსტტრავმული სტრესის, საბრძოლო და ოპერაციული სტრესის, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების, ფსიქოლოგიური შერჩევისა და უახლესი ფსიქოთერაპიული მეთოდის, გახანგრძლივებული ექსპოზიციით თერაპიის შესახებ ესაუბრა.
ტრენინგი მრავალეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. მაიორი ჯოელ ფოსტერი საქართველოში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.