აშშ-ში, კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე საერთაშორისო შეჯიბრებები „დაჭრილ მეომართა თამაშები" მიმდინარეობს. ჩემპიონატში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი მეომრებიც მონაწილეობენ.
ჩემპიონატზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაკრებმა „დაჭრილ მეომართა თამაშების" სამ სახეობაში მიიღო მონაწილეობა და სამივე სახეობაში პირველი ადგილი აიღო. მჯდომარე ფრენბურთის ფინალში ქართველმა სამხედროებმა ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხეს და ოქროს მედალი მოიპოვეს.
დაშავებული ქართველი ჯარისკაცები პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ ასევე მშვილდით სროლაში. მაიორი მალხაზ შეყილაშვილო ოქროს მედლის, ხოლო უმცროსი სერჟანტი ბახვა დარსალია ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ქართველი სამხედროები პირველები იყვნენ პნევმატური იარაღიდან სროლაშიც. ოქრო-ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ პირველადგილოსანი - კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი და მეორე ადგილზე გასული - უმცროსი სერჟანტი დავით მახარეიშვილი.
სან-დიეგოს ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები 200 და 1500 მეტრის მანძილზე სირბილშიც იასპარეზებენ.
პენდელტონის ბაზა საერთაშორისო შეჯიბრებებს ყოველწლიურად მასპინძლობს. წელს ასპარეზობა მეხუთედ იმართება. სხვადასხვა ქვეყნის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, სროლებში, ცურვაში, მჯდომარე ფრენბურთსა და კალათბურთში ეჯიბრებიან.