ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 2015 წლის 10 მარტს ნიუ ჯერსიში ამერიკაში გარდაცვლილი აშშ-ს საზღვაო თავდაცვის აკამდემიის ორი ქართველი მსმენელის - რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულო და აშშ-ში საქართველოს საელჩო გარდაცვლილი ქართველი კურსანტების ხსოვნის პატივსაცემად სამოქალაო პანაშვიდში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის განცხადებას ავრცელებს. „10 მარტს 15.00 საათზე, ნიუ-ჯერსიში, მისამართზე 232 Kipp Avenue, Hasbrouck Heights, NJ 07604 გაიმართება აშშ-ში გარდაცვლილი, ამერიკის საზღვაო აკადემიის ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი. გენერალური საკონსულო უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვა დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და პროფესიული არმიისთვის“-ნათქვამია განცხადებაში