ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კურსანტების, სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძის და ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძის ნიუ-ჯერსის შტატიდან სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სრულად დაფარავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
რიგითები სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.