მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულის ასეულის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში მოტორიზირებული პატრულირება განახორციელეს. ქართული ასეულის რუტინული პატრულის მიზანი ბაზა „მარმალის“ დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საპატრულო რაიონის კონტროლია.
ქართველმა სამხედროებმა ბაზა „მარმალზე“ გერმანული სწრაფი რეაგირების დანაყოფი ჩაანაცვლა. IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, 5-თვიანი სწავლება რამდენიმე ეტაპად გაიარა. ჯარისკაცებს, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდათ. გერმანელი ინსტრუქტორების მიერ, სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეფასდა.