ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ხომალდი შევიდა.
"ჯონ ჰოლი" საქართველოს მეგობრული ვიზიტით ეწვია.
ეს ამერიკული სამხედრო გემის მეორე ვიზიტია საქართველოში. ფოტის პორტთან ღია აკვატორიაში ამ დროისთვის ქართული სანაპირო დაცვის თანამშრომლებისათვის წვრთნები მიმდინარეობს.
ამერიკელი სამხედროები სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობას აბორდაჟის გადასმას, ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის, ასევე გემის ჩაუძირაობის ოპერაციებში წვრთნიან.
დღესვე ამერიკული ხომალდი ბათუმის პორტში შევა. შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას ჯონ ჰოლი 19 აპრილს დატოვებს.