თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საქართველოში დაფიქსირებულ რუსული სატრანზიტო ნომრებიანი სატვირთო ავტომანქანების შესახებ განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ისინი მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.
,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთის, ნებისმიერი ორმაგი დანიშნულის ტვირთის გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე ხდება თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და ზედამხედველობით, ამიტომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მე მოვისმინე უამრავი აპოკალიპტური სცენარი, თუმცა სინამდვილეში ეს იყო მანქანები სპეციალური ნომრებით, რომლებსაც ქვეყნის გარეთ გასვლა არ შეეძლო და საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს. კერძოდ, ძალიან მარტივი მიზეზით და მოტივით, უნდა დაშლილიყო და მისი ნაწილების გამოყენება მეორადი სახით მომხდარიყო. მანქანები მართალია ხაკისფერია, მაგრამ მათ არ ჰქონიათ არც სამხედრო ნომრები და არც ამ კუთხით, სხვა რაიმე აღმნიშვნელი ნიშანი", - განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ სქელში გავრცელდა ფოტოსურათები, სადაც დაფიქსირებულია სატვირთო ავტომანქანები რუსული სატრანზიტო ნომრებით.