დებალცევოდან გამოსული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები პოზიციებს თავდაცვის ახალ ხაზზე გაამაგრებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ევაკუირებულთა როტაცია 2-3 დღის შემდეგ დაიწყება, მანამდე კი ისინი თავიანთ მოვალეობას შეასრულებენ. დებალცევოდან უკრაუნული სამხედრო ნაწილების გამოყვანა უკვე დასრულდა. სეპარატისტთა ტყვეობაში 110 უკრაინელი მებრძოლი რჩება.
მასალის გამოყენების პირობები