კიევმა უკრაინულ-ლიტვურ-პოლონური სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს ხელი ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ მოაწერა. "ბრიგადა იქმნება საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მიზნით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატით ტარდება. შეთანხმება ღიაა ყველა დაინტერესებული ქვეყნისთვის, რომლებიც შესაძლოა ბრიგადას შეუერთდენ,"-ნათქვამია პოროშენკოს ადმინისტრაციის განცხადებაში. შეთანხმებას უკრაინულ-ლიტვურ-პოლონური სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ მხარეებმა ხელი გასული წლის სექტემბერში მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები