კიევსა და სეპარატისტებს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ რომის პაპიც მოუწოდებს. ფრანცისკ პირველმა ვატიკანში უკრაინის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო. პონტიფიკოსმა დონბასში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. "შეშფოთებით ვადენებთ თვალს აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მწუხარებას გამოვთვამთ იმის გამო, რომ საბრძოლო მოქმედებებს აურაცხელი ადამიანი ეწირება. მოვუწოდებთ მხარეებს უკვე მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ,"-განაცხადა პაპმა.
მასალის გამოყენების პირობები