ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში პაბლო პიკასოს ადრეული ნამუშევრები გამოფინეს. ხელოვნების მუზეუმში აღიარებული მხატვრის 59 ტილო გამოიფინა, რომელიც მას ახალგაზრდობის წლებში აქვს დახატული. მათ შორისაა შავ ფანქარში, ტუშსა და ნახშირში შესრულებული რამდენიმე ესკიზი, რომელიც 1891-1895 წლებით თარიღდება. იმ დროისათვის პიკასო 10-14 წლის იყო. გამოფენა ლა-კორუნიაში 24 მაისამდე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები