მასშტაბური ტერორისტული აქტი სომალიში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მოგადიშოს ფეშენებლურ სასტუმროსთან აიფეთქა, რომელიც საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მდებარეობს. ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები