ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს რუსეთის 1700-მდე მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ უშიშროების ფედერალურური სამსახურის დირექტორი იტყობინება. ალექსანდრ ბორტნიკოვის მტკიცებით, ჯიჰადისტთა რიგებში გასულ წელს გაცილებით ნაკლები რუსეთის მოქალაქე იბრძოდა. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებისთვის მთავარ პრიორიტეტს პოტენციური ჯიჰადისტების ერაყსა და სირიაში გამგზავრების პრევენცია წარმოადგენს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, ისლამისტებს რუსეთში დაბრუნების საშუალება აღარ მიეცეთ.
მასალის გამოყენების პირობები