უკრაინამ დონბასში გაეროს სამშვიდობოების შეყვანასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გაეროში იური სერგეევმა განაცხადა. "თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გადაწყვეტილება 2 დღის წინ მიიღო, რის შემდეგაც კონსულტაციები დაუყოვნებლივ დავიწყეთ. ჩვენ გაეროს სამდივნოსა და პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოვებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ტაქტიკა შევუმუშაოთ,"-აღნიშნა სერგეევმა. მისივე თქმით, უკრაინას ყველანაირი არგუმენტი აქვს იმისთვის, რომ გაეროს უშიშროების საბჭო დონბასში სამშვიდობოების შეყვანის აუცილებლობაში დაარწმუნოს.
მასალის გამოყენების პირობები