მსოფლიო ჩემპიონმა კრივში ლი პარდიმ კარიერა ნაადრევად დაასრულა. 27 წლის ბრიტანელი სპორტსმენი დაბრმავდა. "მხედველობა თითქმის 100 პროცენტით დავკარგე, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მივეცემი. ერთი წუთითაც არ ვნანობ და ბედნიერი ვარ იმით, რასაც კრივში მივაღწიე. მე მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული და ბოლომდე დავიცავი ის,"-განაცხადა მოკრივემ. მძიმე ტრავმა ბრიტანელმა სპორტსმენმა 2013 წელს საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში ლეონარდ ბუნდუსთან დაპირისპირებისას მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები