არგენტინული საფეხბურთო კლუბის, "რივერ პლეიტის" სამედიცინო შტაბმა ფეხბურთელებს ბოლივიურ "სან-ხოსესესთან" გასვლითი მატჩის წინ ვიაგრა გამოუწერა. ამის მიზეზი არა ფეხბურთელების პოტენციის დაქვეითება, არამედ "სან ხოსეს" სტადიონი გახდა, რომელიც ზღვის დონიდან 3,7 ათას მეტრზე მდებარეობს. ექიმების მტკიცებით, ვიაგრა სისხლში ჟანგბადის ცირკულაციას აძლიერებს, რაც არგენტინელ ფეხბურთელებს თავისუფლად სუნთქვაში დაეხმარება. "ლივერ პლეიტისა" და "სან ხოსეს" შეხვედრა ბოლივიის ქალაქ ორუროს სტადიონზე დღეს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები