მოსკოვი ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობებში არ ჩაერიოს. საგანგებო განცხადება დელიში რუსეთის საელჩომ გაავრცელა. "ნაცვლა იმისა, რომ მოსკოვი-დელის ურთიერთობებში ერეოდეს, ევროკავშირმა უმჯობესია უკრაინას საგაზო დავალიანება გადაუხადოს და ამ ქვეყნის ეკონომიკის დახმარებაზე იზრუნოს,"-ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში. მოსკოვის მწვავე რეაგირება ინდოეთში ევროკავშირის ელჩის, ბუტანე ჟოაო კრავინიოს განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, დელიმ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
მასალის გამოყენების პირობები