მინსკის შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობას ვერ დაამყარებს, რადგანაც მასში რუსეთზე ზეწოლის არანაირი მექანიზმი არ არის ჩადებული და ყველაფერი კრემლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რომელშიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ლეტალური იარაღით მომარაგების საკითხი იქნება გათვალისწინებული. "ამასთან, უკრაინის ხელისუფლებამ ჰააგის სასამართლოში კრემლის ლიდერების წინააღმდეგ სარჩელი უნდა შეიტანოს. მოსკოვმა პასუხი უნდფა აგოს იმ დანაშაულისთვის, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს,"-აღნიშნა ტიმოშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები