ერაყის
არმია და ადგილობრივი ქურთები მოსულზე გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადებიან. ამის შესახებ
პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით BBC იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის სიდიდით
მეორე ქალაქზე შტურმის მიტანა გაზაფხულზე იგეგმება. ოპერაციაში მონაწილეობას 25 ათასამდე
მებრძოლი მიიღებს. მოსული ამ დროისათვის „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლს ექვემდებარება.