ევროკავშირისა
და ბრიტანეთის ლიდერებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად ჩაეძინათ. ასე
აფასებს ლორდთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ
მოვლენებს. „ევროკავშირმა კატასტროფულად არასწორად შეაფასა კრემლის განწყობა და
გეგმები, ბრიტანეთმა კი კრიზისის მოგვარების პროცესში პასიურობა გამოიჩინა. ამის
მიზეზი შემცირებული ბიუჯეტია, რამაც მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ბრიტანეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საკითხზე მომუშავე სპეციალისტები თითქმის აღარ
დარჩა. არ კეთდება ანალიტიკური ანალიზი. ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირის სხვა
ქვეყნებშიც, რის გამოც შექმნილი ვითარების სწორი და ავტორიტეტული შეფასება ვერ
მოხერხდა,“-ნათქვამია დასკვნაში.