რუსეთს მუდმივად უნდა ვახსენოთ, რომ წითელი ხაზი არ უნდა გადაკვეთოს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ფილიპ ჰემონდის თქმით, ნათელია, რომ რუსეთი ნატოს თავდაცვისუნარიანობის ტესტირებას ახდენს, თუმცა მოსკოვს უნდა ახსოვდეს, რომ ნატო ნებისმიერ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხებს. "რაც შეეხება ბალტიისპირეთს, იმედია, რუსეთს კარგად ესმის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებსა და უკრაინას შორის განსხვავება. ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან და მათი უსაფრთხოების დაცვას ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი გვავალდებულებს,"-აღნიშნა ჰემონდმა. მანმადე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები