ნატოს ძალების მეთაური ევროპაში ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ სეპარატისტთა მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებაში დარწმუნებული არ იყო, რაც დებალცევოს მოვლენებმაც დაადასტურა. ნატოს გენერალი მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, თუმცა საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსეთის მხარდაჭერით წახალისებული ამბოხებულები დებალცევოზე შეჩერდებიან. ბრიდლავის თქმით, რუსეთმა სეპარატისტები კარგად შეაიარაღა და ძლიერ ძალად აქცია, რომელსაც აღმოსავლეთ უკრაინის სიღრმეში შერწევა არ გაუჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები