პეტრო პოროშენკო უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო ექპერტებს იწვევს. საგანგებო განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ იოჰანეს ჰანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მანმადე დონბასში შექმნილი ვითარება პოროშენკომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. უკრაინის ლიდერი დონბასში გაეროს სამშვიდობოების შეყვანის ინიციატივით უკვე გამოვიდა, რასაც მოსკოვისა და სეპარატისტების მხრდიდან პირველი რეაქცია მოჰყვა. მოსკოვი და დონეცკი აცხადებენ, რომ სამშვიდობო მისიის საჭიროების შემთხვევაში ამ ფუნქციას რუსი სამშვიდობოები შეასრულებენ, რასაც კიევი კატეგორიულად გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები