დებალცევოში ტყვედ 90 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა, 82-ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. ამავე მონაცემებით, დებალცევოდან გამოსვლისას 13 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 157 კი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია მარიოპულთან მიმდინარე შეტაკებების შესახებაც. უკრაინული მხარის მტკიცებით, სეპარატისტები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ შიროკინოს ბომბავენ. როგორც ამბოხებულთა ლიდერები აცხადებენ, მარიუპოლის აღება მათ 2 კვირაში შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები