ნადეჟდა სავჩენკომ გლუკოზის ინექციაზე უარი თქვა და ექიმთა საერთაშორისო კონსილიუმის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა. "მას ვენაზე ადგილიც აღარ დარჩა, საიდანაც ინექციის შეყვანაა შესაძლებელი. ამიტომ, სავჩენკო დამოუკიდებელ სამედიცინო გამოკვლევებს ითხოვს, რომელიც მას მედიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა უნდა ჩაუტაროს,"-აღნიშნა ადვოკატმა. მანამდე ნადეჟდა სავჩენკოსთან საკანში შესვლას უკრაინელი ექიმი ცდილობდა, რისი უფლებაც მას არ მისცეს.
მასალის გამოყენების პირობები