რუსეთში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით სამხედრო-საზღვაო ფლოტის 4 ოფიცერი გაასამართლეს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ღალატში ორ ქართველ ოფიცერს, ზაქარია აღაპიშვილსა და ლევან ჩარკვიანსაც ადანაშაულებენ. მათთან ერთად ანალოგიური ბრალდება კონსტანტინ იაშინსა და სერგეი დანილჩენკოსაც წაუყენეს. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, სასამართლომ ისინი დამნაშავედ გასული წლის ნოემბერში ცნო, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. ბრალდებულებს სამხედრო წოდება და ჯილდოები უკვე ჩამოართვეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ედებათ.
მასალის გამოყენების პირობები