ირანი ევროპას უნავთობოდ და უგაზოდ დატოვებით ემუქრება. საგანგებო განცხადება ქვეყნის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ გააკეთა. მისი თქმით, დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, რომელიც მიზნად ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხებას ისახავს, თეირანი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტს შეამცირებს. "გაზი აუცილებელია ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ ირანს ის ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს შეუძლია,"-აღნიშნა ჰამენეიმ.
მასალის გამოყენების პირობები