ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთაში ტრაილერი გადაბრუნდა. მძღოლმა მიზეზად საავტომობილო გზის ამორტიზება დაასახელა.
" როგორც გაირკვა, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ტრაილერში ტვირთის არასწორი განლაგება და მძღოლის დაუდევრობა გახდა", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, რაც შეეხება მამია ვარშანიძის ქუჩის კეთილმოწყობას, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში, უნდა მოწესრიგდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.
მასალის გამოყენების პირობები