საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირს 6 თვით საკრედიტო შეთანხმების გაგრძელებას სთხოვს. შესაბამისი მიმართვა ბრიუსელმა ათენიდან უკვე მიიღო. მანამდე ევროჯგუფმა ბერძნული ბანკებისთვის დამატებითი კრედიტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ევროპელ კრედიტორებსა და ათენს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული მემარცხენეები ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებასა და ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარებაზე უარს აცხადებენ.
მასალის გამოყენების პირობები