საფრანგეთის პოლიციამ ვანდალიზმის ბრალდებით 5 მოზარდი დააკავა. მათ ბრალად ანტისემიტური აქციის მოწყობა ედებათ. ეჭვმიტანილებმა რამდენიმე დღის წინ ებრაული სასაფლაო შეურაცხყვეს. ქვემო რეინის სასაფლაოზე მათ რამდენიმე საფლავი ამოთხარეს, 250-მდე საფლავს კი ნაცისტური სვასტიკები მიახატეს. პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები