უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების 90 პროცენტზე მეტმა დებალცევო დატოვა. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის წარმომადგენელმა ანატოლი სტელმახმა განაცხადა. მისივე თქმით, სამხედრო ნაწილების გამოსაყვანად დებალცევოსთან სპეციალური დერეფანია შექმნილი, რომელსაც არტილერია ამაგრებს. "დაგეგმილი დისლოკაცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არანაირი ალყა დებალცევოში არ ყოფილა. ჩვენი ნაწილები ახალ, უფრო ხელსაყრელ პოზიციებს იკავებენ,"-აღნიშნა სტელმახმა.
მასალის გამოყენების პირობები