დებალცევოში 3 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა დენის პუშილინმა განაცხადა. "ჩვენ ვცდილობდით ეს არ მომხდარიყო და კიევს დებალცევოს ალყაზე მუდმივად ვესაუბრებოდით, მაგრამ მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საკუთარი თანამემამულეები გაეწირათ. კიევს თავისი ჯარისკაცების ბედი არ აღელვებს,"აღნიშნა პუშილინმა.
მასალის გამოყენების პირობები