დონბასის დეფაქტო ლიდერები პრეზიდენტ პოროშენკოს ინიციატივას ეხმაურებიან. დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლის დენის პუშილინის თქმით, დონბასში გაეროს სამშვიდობოების შესვლით მინსკის შეთანხმების პირობები დაირღვევა. "თუ ჩვენ სამშვიდობოები გვჭირდება, ეს არა გაეროს, არამედ რუსი სამშვიდობოები უნდა იყვნენ. ამჟამად კი მონიტორინგის ფუნქციას ეუთოს დამკვირვებლები ასრულებენ,"-აღნიშნა პუშილინმა. ანალოგიური განცხადება ცოტა ხნის წინ გაეროში რუსეთის წარმომადგენელმაც გააკეთა. ვიტალი ჩურკინმა კიევი მინსკის შეთანხმების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები