გაზპრომი განვითარებას იმ შემთხვევაშიც კი განაგრძობს,
თუ ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 30 დოლარამდე დაეცემა. ამის შესახებ რუსული ენერგოგიგანტის
წარმომადგენელმა ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა. ‘ჩვენ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ,
ბარელის ფასის 30 დოლარამდე დაცემის შესაძლებლობაც კი. ამ შემთხვევაშიც კი კომპანია
საკუთარი გეგმების განხორციელებას შეძლებს,“-აღნიშნა კრუგლოვმა.