ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს რუსეთის მხრიდან პოტენციური
საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. მაიკლ ფალონის
მტკიცებით, რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნებზეც
სერიოზულ ზეწოლას ახდენს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მოსკოვი ბალტიისპირეთში
უკრაინის ანალოგიური სცენარის განვითარებას შეეცადოს.