შეერთებული შტატები არა ისლამის, არამედ ექსტრემიზმის
წინააღმდეგ იბრძვის. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის
სამიტზე განაცხადა. ბარაქ ობამას თქმით, რელიგია არ არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულებზე,
რომლებსაც მისი მიმდევრები ცადიან. „ჩვენ ვებრძვით მათ, ვინც ისლამს იმიჯს ულახავს.
ისლამური სახელმწიფოს ლიდერები რელიგიური მოღვაწეები არ არიან. ისინი ტერორისტები არიან,“-განაცხადა
ობამამ.