ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინულ სამხედრო ნაწილებზე თავდასხმები შეწყდეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ჯონ ქერიმ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრისას დებალცევოში შექმნილი ვითარება განიხილეს. ამერიკის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგას კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების შეყნვანის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები