დებალცევოდან უკრაინული სამხედრო ნაწილების გამოსვლის პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ალყაში იმყოფებოდნენ, არ დადასტურდა, თუმცა დებალცევოდან გამოსვლისას ამბოხებულები მათ ინტენსიურ ცეცხლს უხსნიდნენ, რის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით, 6 ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა. ისინი ადგილობრივ კლინიკებში მოათავსეს. ამ დროისათვის დებალცევო სეპარატისტთა კონტროლს ექვემდებარება.
მასალის გამოყენების პირობები