კიევი დონბასში გაეროს სამშვიდობოების შეყვანას მოითხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პეტრო პოროშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის ევროკავშირის საპოლიციო მისიის შესვლაც კარგი ვარიანტი იქნებოდა. მანამდე უკრაინის ლიდერი არტემოვსკში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელი სამხედროები მოინახულა და რამდენიმე მათგანი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები