ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ, ამჯერად რიგიდან მოუწოდა. "რუსეთი სეპარატისტებს ღია მხარდაჭერას უწევს, ამარაგებს მათ იარაღით, სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით. შეტაკებების რაიონში არ უშვებენ ეუთოს დამკვირვებლებს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინიდან, შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა და შეასრულოს მინსკის შეთანხმების პირობები,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები