თუ ნატო საქართველოს ალიანსში "შეთრევის" მცდელობებს განაგრძობს, რუსეთი პრატიკულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავიდ სანაკოევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, 2008 წლის მოვლენების განმეორებას გამორიცხავს."ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია ალიანსის გაუთავებელი მცდელობების ფონზე, საქართველო ნატოში შეითრიოს. თუ ამისთვის ნატო პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უკვე დაწყებულია, ჩვენ ადეკვატურ ზომებს მივმართავთ,"-აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა. მანამდე ლავროვმა და სანაკოევმა ხელი სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები