რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სერგეი ლავროვის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერით სპეკულაციის არანაირი მიზეზი აღარ იარსებებს.
"საუბარი იმაზე, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ანექსიას ცდილობს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს,"-აღნიშნა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულებაზე.
ლავრივმა განაცხადა, რომ საზღვრის დელიმიტაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ აფხაზეთთანაც იგეგმება