დაუწესდება თუ არა რუსეთს დამატებითი სანქციები, იმაზე იქნება დამოკიდებული, შესრულდება თუ არა უახლოეს საათებში მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
"თუ შეთანხმების პირობები შესრულდება, ამის აუცილებლობა აღარ იარსებებს. ჩვენ ამ პროცესს უახლოესი საათების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით,"-აღნისნა მოგერინიმ.